მოვუწოდებ გაეროს უშიშიროების საბჭოს საგანგებო სხდომისკენ - მაკრონი

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისკენ, რათა განიხილონ უკრაინის საკითხი. მაკრონის თქმით, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

„უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ გაეროს უშიშიროების საბჭოს საგანგებო სხდომისკენ და ევროპას სანქციებისკენ“, – წერს ემანუელ მაკრონი Twitter-ზე.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.