მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, Z სიმბოლოს კრიმინალიზება მოახდინოს - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ „Z“ სიმბოლოს გამოყენება.

„მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, კრიმინალიზაცია მოახდინონ „Z“ სიმბოლოს გამოყენებაზე, რომელიც არის რუსეთის აგრესიული ომის საჯარო მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ.

„Z“ აღნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულებს, დაბობმბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელს. ამ ბარბაროსობის საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა აიკრძალოს“, – წერს ის.

https://twitter.com/DmytroKuleba/status/1508686459880062977