მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება - NATO

პუბლიკა

„მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე“, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიუსელის NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნითი დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში.

ორგანიზაცია გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციის 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ძალისმიერ მცდელობას, დააშოროს ეს რეგოიონები დანარჩენ საქართველოს, რასაც რუსეთი აგრძელებს საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი“, – ნათქვამია დოკუმენტში.