მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაეხმაროს ყირიმელ თათრებს გაწვევისგან თავის არიდებაში - ვერეშჩუკი

პუბლიკა

უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა საქართველოს, პოლონეთს, ლატვიას, ესტონეთსა და ლიეტუვას, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს, რომ თავი აარიდონ რუსეთის ჯარში გაწვევას. მისი თქმით, მათ ინფორმაცია აქვთ, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნების მესაზღვრეები უარს ეუბნებიან ყირიმელებს საზღვრის გადაკვეთაზე.

როგორც ვერეშჩუკმა განაცხადა, ყირიმში ოკუპანტთა უკანონო მობილიზაცია დაიწყო და მათ დაიწყეს ყირიმელი თათრებისა და სხვა ადგილობრივი ძველი ხალხების მობილიზება, რათა იომონ რუსეთის მხარეს. მისი თქმით, ასეთ ქმედებებს გენოციფდის ნიშნები აქვს.

„ყირიმელი თათრები და ყირიმის სხვა ძირძველი ხალხები  ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის ჯარში მობილიზებას. ისინი ცდილობენ, წავიდნენ ჩვენს მეგობარ ქვეყნებში. მაგრამ რეინტეგრაციის სამინისტრომ დაიწყო ინფორმაციის მიღება, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე, რის გამოც ისინი იძულებულნი ხდებიან, დაბრუნდნენ ყირიმში ან რუსეთში.

მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის და საქართველოს მთავრობებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ პრობლემას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინა სთხოვს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ, ყირიმის მცხოვრებლებმა დატოვოს ქვეყანა და გადავიდნენ მესამე ქვეყნებში.

„ახლა ყირიმის ძირძველი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა.