მოვუწოდებთ, ყველა NGO-ს მიეცეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა - EU წარმომადგენლობა

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.

„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტში გუშინ  საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

LB loan image desktop LB loan image mobile