„საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის მხარდაჭერა განიხილეს.
„სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მადრიდში NATO-ს 2022 წლის სამიტი დაიწყო. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და NATO-ს პარტნიორები ესპანეთის დედაქალაქში 28 ივნისს შეიკრიბნენ. 29-30 ივნისს კი სამიტის ძირითადი ნაწილი წარიმართება.