მქონდა სიღრმისეული საუბარი აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის მხარდაჭერა განიხილეს.

„სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა”, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


მადრიდში NATO-ს 2022 წლის სამიტი დაიწყო. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და NATO-ს პარტნიორები ესპანეთის დედაქალაქში 28 ივნისს შეიკრიბნენ. 29-30 ივნისს კი სამიტის ძირითადი ნაწილი წარიმართება.