მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ახლობლებმა დაუდასტურეს.

ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.