მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, – ამის შესახებ ინფორმაცია Orthodoxtimes-ზეა განთავსებული.

„პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის წინააღმდეგ დღეს აიცრა. მას ვაქცინაცია კონსტანტინოპოლში, საუნივერსიტეტო კლინიკა ÇAPA-ში ჩაუტარდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი ცნობით, პატრიარქმა მადლობა გადაუხადა კლინიკის მედპერსონალს, ისევე, როგორც ყველა მათ კოლეგას მსოფლიოში პაციენტების მკურნალობის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის.