მსოფლიო პატრიარქი: რუსული ეკლესიაც პასუხისმგებელია უკრაინაში ომის დანაშაულებზე

პუბლიკა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I ამბობს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობას იზიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ვოლნიუსში, ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ეკლესიას იყენებდა, როგორც ინსტრუმენტს თავისი მიზნების მისაღწევად. მან თქვა, რომ რუსული ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან დანაშაულებირვ აგრესიაში, რაც უკრაინაში მიმდინარეობს და შესაბამისად, ისინი ინაწილებენ პასუხისმგებლობასაც ამ დანაშაულებებში.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ ასევე დაკავების ორდერი გასცა პუტინის მთავრობის წევრის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ.

სასამართლოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაზე. სავარაუდო დანაშაულებს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმუმ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სჩადიოდნენ.