მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო - რიში აგვისტოს ომზე

პუბლიკა

სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ 14 წლის წინ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევამ და ამაზე მსოფლიოს სუსტმა პასუხმა პუტინს დაუსჯელობის განცდა გაუჩინა.

„გუშინ რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა. სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო, რამაც მას საშუალება მისცა უკრაინაში ორჯერ შეჭრილიყო, სირიაში ასადის დახმარებოდა, ვაგნერის დაქირავებული ჯგუფი განევითარებინა და აეღო დე-ფაქტო კონტოლი ბელარუსზე“,- წერს ჯიმ რიში.

LB loan image desktop LB loan image mobile