მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი 2008 წელს, ახლა ის უნდა შეჩერდეს უკრაინაში - ლიეტუვას საგარეო

პუბლიკა

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ twitter-ზე დაწერა.

უწყების განცხადებით, 14 წლის წინ დაწყებული პუტინის აგრესია მსოფლიოს მაშინვე უნდა შეეჩერებინა და ახლა ეს უნდა შეჩერდეს უკრაინაში.

„14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გამოავლინა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია. ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს 14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.

LB loan image desktop LB loan image mobile