მსოფლიოში COVID-19-ის 917,913 შემთხვევა ფიქსირდება

მინდია გაბაძე

ბოლო 24 საათის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 59,594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიოში COVID-19-ის 917,913 შემთხვევა ფიქსირდება. სულ გამოჯანმრთელებულია 193,333 პირი, ხოლო 34,883 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ დღეში 3,760 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ჯამში 46,062 ადამიანია დაღუპული.

ერთ დღეში, COVID-19-ის კიდევ 16,506 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ შემთხვევის შემდეგ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 205,036-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელებულია 8,745 პაციენტი; ქვეყნის მაშტაბით 8,745 გამოჯანმრთელებული პირი და 4,516 გარდაცვლილი ფიქსირდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6,213 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში. ჯამში ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებული 102,136 ადამიანია. გამოჯანმრთელებულია 22,647 მოქალაქე. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,053-ს შეადგენს, მათგან  589 ბოლო ერთ დღეში დაფიქსირდა.

იტალიაში კორონავირუსის სულ 110,574 შემთხვევაა დაფიქსირებული, ბოლო 24 საათში კი  4,782 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო ერთ დღეში 727 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში ჯამში 13,155 პირია დაღუპული.

გერმანიაში ინფიცირების 4,736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო განახლებული ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში 83 პირია დაღუპული. ჯამში გერმანიაში 76,544 კორონავირუსის შემთხვევა ფიქსირდება და გარდაცვლილთა რაოდენობა 858-ს უტოლდება. გერმანიაში კორონავირუსისგან 18,700 განკურნებული მოქალაქეა.

რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოებს, ბოლო მონაცემებით ერთ დღეში 4,324 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში 29,474 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო ერთ დღეში 563 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2,352-ს შეადგენს. გაერთიანებულ სამეფოებში 135 გამოჯანმრთელებული პირია, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 163 პაციენტი.