მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა

პუბლიკა

მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა.

worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში 6 176 278 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 2 745 011, ხოლო  გარდაიცვალა 371 282 ადამიანი.

ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების ყველაზე დიდი რიცხვი აშშ-შია. ქვეყანაში 1 816 897 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 105 557 ადამიანი.

ბრაზილიაში 499 966 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 28,849 ადამიანი.

რუსეთში კი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 693 ადამიანი.