მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 4 მილიონს გადააჭარბა

პუბლიკა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4 029 145-მდეა.

ამათგან გამოჯანმრთელდა 1 394 259 ადამიანი, გარდაიცვალა – 276 473.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 322 163 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 78 616 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 223 749.

შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი – 260 117 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 168 408, გარდაიცვალა 26 299 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა იტალია – 217 185 დადასტურებული შემთხვევით, საიდანაც გამოჯანმრთელდა 99 023, გარდაიცვალა 30 201 ადამიანი.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის მონაცემებით, რუსეთში 198 676 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან გამოჯანმრთელდა 31 916 და გარდაიცვალა 1 827 ადამიანი.

თურქეთში 135 569 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 86 396, გარდაიცვალა 3 689 ადამიანი.

სომხეთში 3 175 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 267, გარდაიცვალა 44 ადამიანი.

აზერბაიჯანში 2 279 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 576, გარდაიცვალა 28 ადამიანი.

ბოლო მონაცემები საქართველოში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 626;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 297;
  • გარდაცვლილი – 10;
  • კარანტინის რეჟიმში – 4702;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.