მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს - აჭარის მაუწყებელი

მინდია გაბაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ჟურნალისტი ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს.  აჭარის მაუწყებლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქობულაძე რამდენიმე თვის წინ აჭარის საგზაო დეპარტამენტში გადავიდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მანამდე კი „tv 25-ზე” გადაცემა „საზოგადოებრივი პოზიცია” მიჰყავდა.

მაუწყებლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქობულაძის თქმით შეთავაზება ტელევიზიის ადმინისტრაციიდან მიიღო და წინადადებას დათანხმდა.

„დღეს პირველი სამუშაო დღე გვაქვს. საქმე გვიჩვენებს, როგორც იქნება საჭირო, თუ გახდება საჭირო ხმის ამოღება გავლენებზე ამაზეც ვისაუბრებ ხმამაღლა, ამასაც არ დავმალავ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ასახსნელი არაფერი მაქვს. არასდროს არ მიმუშავია წნეხის და ჩექმის ქვეშ. შესაბამისად გამოწვევების არ მეშინია”, – ამბობს ნაზიბროლა ქობულაძე.


მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან პარასკევს, 13 მარტს გაათავისუფლეს. ერთი კვირით ადრე კი ეთერიდან, დირექტორის ბრძანებით მოხსნეს.  მოკვლევის დასრულების შემდეგ მენეჯმენტმა მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გაშვებამდე, გიროგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლა ამ პოსტიდან, ხოლო მისი მოადგილის პოზიცია,  რომელსაც მაია მერკვილაძე იკავებდა, გააუქმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile