მთავარი პროკურატურა გიგა ბოკერიას სასამართლოში გამოსაკითხად იბარებს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას მთავარი პროკურატურა სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად იბარებს. მთავარი პროკურატურის გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდში, უშიშროების საბჭოს თანამადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.

„ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გიგა ბოკერიას თქმით, საუბარია ძველ საქმეზე, რომელზეც გამოძიება დაახლოებით 5 წლის წინ მიმდინარეობდა. „ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში. ჩვენ გვახსოვს, რომ ივანიშვილმა დაიქადნა, დააანონსა დაჭერები. არ ვიცი რამდენად შორს წავლენ, მაგრამ მაგას ჰგავს. უშიშროების საბჭოში მთლიანად ჩემს საქმიანობას ეხებოდა მაშინ [გამოძიება]“, – ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერია პროკურატურის განცხადებას.

 

LB loan image desktop LB loan image mobile