„მთავარმა არხმა“ II ტურის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია Anova-მ ეგზიტპოლი ჩაატარა. „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სადაც ასახულია 18:00 საათის მონაცემები წინასაწარი შედეგები შემდეგნაირია:

თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატები

თბილისი
  • ნიკა მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 51%
  • კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 49%
რუსთავი
  • დავით კირკიტაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 53%
  • ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 47%
ქუთაისი
  • ხატია დეკანოიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 53%
  • იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 47%

ზუგდიდი

  • ანზორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 53%
  • მამუკა წოწერია – „ქართული ოცნება“ – 47%

 

ბათუმი
  • გიორგი კირთაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 51%
  • არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 49%

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია. ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.


ეგზიტპოლს გააკეთებს კომპანია Anova, რომელიც წინა ეგზიტპოლების საველე სამუშაოებში იყო ჩართული. IPSOS-თან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ „მთავარმა არხმა“ ეგიზტოპლების ჩატარება კომპანია anova-ს მიანდო.

29 ოქტომბერს „მთავარმა არხმა“ Ipsos-თან ხელშეკრულება შეწყვიტა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კომპანია IPSOS-მა, რომელიც კვლევებს ატარებდა კონტრაქტი უხეშად და არაკეთილსინდისიერად დაარღვია.

ნიკა გვარამიას თქმით, კომპანიის არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ტელეკომპანია არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.

Ipsos-მა საპასუხო განცხადებაში განაცხადა, რომ გაუგებრობა გამოიწვია „მთავარი არხის“ მიერ შეუწონავი შედეგების გამოქვეყნებამ. შეუწონავი შედეგები კი გასაჯაროებისთვის არ იყო განკუთვნილი. Ipsos აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული მონაცემები ზუგდიდის შემთხვევაში იყო განსხვავებული მათთვის მიწოდებული და Ipsos-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შედეგებისგან.

LB loan image desktop LB loan image mobile