მთავრობა: ოკუპაციის დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციაში უზუსტობა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციაზე, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავდა, მთავრობის ადმინისტრაცია განმარტებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ტექსტში დაშვებული უზუსტობები ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

„საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციაში არსებული უზუსტობა უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც გამოწვეულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უნებლიე შეცდომით. ვაცნობიერებ პრესრელიზში დაშვებული უზუსტობით გამოწვეული კრიტიკის სამართლიანობას და როგორც პასუხისმგებელი პირი, ბოდიშს ვიხდი ხარვეზისთვის, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ამჟამად გასწორებულია“. – ნათქვამია განცხადებაში.