მთავრობა წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმის შენობას ყიდის

პუბლიკა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის შენობა გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. საუბარია ჯამში 433 309 კვ.მ. ფართობის პრივატიზებაზე.

ესენია: „რკინიგზელი“, „ინტურისტი“, „მედეა”, „სავანე“, ყოფილი ბალნეოლოგიური, „აია“, სანატორიუმი „გელათი“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „მეგობრობა“.

ნაწილ მათგანთან დაკავშირებით აუქციონის პირობებში აღნიშნულია, რომ საპრივატიზებო უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი; და რომ მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

„უძრავი ქონების შემდგომი განვითარების, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სამუშაოს დაგეგმვის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეთანხმდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან”, – ვკითხულობთ პირობებში.

  • „მეგობრობა 1

  • აია

  • გელათი 1

  • გელათი 2

  • გეოლოგი

  • იმერეთი 1

  • იმერეთი 2

  • ინტურისტი

  • მეგობრობა 2

  • მეგობრობა 3

  • მედეა 1

  • მედეა 2

  • რკინიგზელი 1

  • რკინიგზელი 3

  • რკინიგზელი

  • სავანე

  • ყოფილი ბალნეოლოგიური








  • 01
    /




ფოტო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.