მთავრობამ ლენტეხის რაიონში სრული კარანტინის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

მთავრობამ ლენტეხის რაიონში სრული კარანტინის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

„ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდაგადაცემის 4 ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო აქტიური და პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ ამ რაიონში. ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების რჩევით და ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ეს გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება იგივე რეჟიმი, რაც არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონში.

„ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება.

დღეიდან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში აკრძალული იქნება შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის როგორიც არის საკვების, წამლების შეძენა ან კიდევ სამედიცინო მომსახურების მიღება, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ისევე, როგორც მარნეულსა და ბოლნისში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისიწინებით და სპეცალური რეჟიმის დაცვით, ამ რეგიონის მოსახლობას ექნება საშუალება, აწარმოოს საგაზაფხულო სამუშაოები.“

ჩიქოვანის განმარტებით, ლენტეხის რაიონში იმოქმედებს ადგილობრივი მედია საშუალება, ხოლო სხვა მედია საშუალებებს ისევე, როგორც მარნაულსა და ბოლნისში, მასალა მიეწოდებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

ლენტეხის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები.

„უკვე დაწყვეულია ადგილზე თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი, მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება , ვინაიდან იცით რომ ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო ბოლნისსა და მარნეულში. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რაც რეგიონის მოსახლოებას აქვს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით“.