მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

პუბლიკა

„სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა, თუმცა ის  სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი.

მათი თქმით, სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექსტორის ჩართულობითა და ჯანმოს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძვლეზე შემუშავდა.

„რეგულაციების თანახმად, ტურისტული სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. მაგიდებს შორის დისტანცია 2 მეტრით, ხოლო ერთ მაგიდასთან მსხდომთა მაქსიმალური რაოდენობა 6 ადამიანით  განისაზღვრა, სტუმრებს შორის კი სავალდებულო იქნება 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის განხცხადებაში აღნიშნულია, რომ მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.