მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

პუბლიკა

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

გუშინ, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.