მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად გამოგვაქვს „ხედვა 2030 - განვითარების სტრატეგია“ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ოფიციალურად გამოაქვთ  „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“.

მისი თქმით, მთავრობა დაამტკიცებს დოკუმენტს და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება.

„ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“.

ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას”, – თქვა მან.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა.