მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო

პუბლიკა

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, არსებობდა მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს“, –  ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.