მთაწმინდის პარკთან, ფერდობზე ხანძარია

პუბლიკა

მთაწმინდაზე,  პარკთან,  „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარედ, ფერდობზე ხანძარია.

„პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მეხანძრე-მაშველების ჯგუფი უკვე ადგილზეა და გაგზავნილია დამატებით ჯგუფებიც.

მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.