მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! - საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილზე

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს VI მოწვევის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აკრიტიკებს და აგინებს. 

““ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე.

გუშინ  ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა  საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა დაანონსა. აქცია საოკუპაციო ხაზთან ხვალ გაიმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.

გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile