ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოშიც Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ მომხმარებლები პლატფორმა Downdetector-ზე წერენ.
როგორც პლატფორმაზეა აღნიშნული, მომხმარებელთა 57%-ს შეტყობინების მიღების პრობლემა აქვს, 30% სერვერს ვერ უკავშირდება, ხოლო 11% აპლიკაციაში შესვლის სიძნელეზე მიუთითებს.
აღნიშნულ შეფერხებასთან დაკავშირებით გლობალურ სოციალურ ქსელ Facebook-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.