მთელს მსოფლიოში Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს

პუბლიკა

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოშიც Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ მომხმარებლები პლატფორმა Downdetector-ზე წერენ.

როგორც პლატფორმაზეა აღნიშნული, მომხმარებელთა 57%-ს შეტყობინების მიღების პრობლემა აქვს, 30% სერვერს ვერ უკავშირდება, ხოლო 11% აპლიკაციაში შესვლის სიძნელეზე მიუთითებს.

აღნიშნულ შეფერხებასთან დაკავშირებით გლობალურ სოციალურ ქსელ Facebook-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.