მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა - სომხური მედია

პუბლიკა

სომხური მედიის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოაცხადა. სომხურ მედიაში ვრცელდება კადრები, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანქენდში/სტეფანაკერტში რამდენიმე შენობა დაბომბილი ჩანს. ნიკოლ ფაშინიანმა კი გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადადგილდება ქალაქში სამხედრო ტექნიკა, რომელიც სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან გახსნილი ფრონტისკენ მიდის.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატძე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

დღეს დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს.