მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ - გახარია

პუბლიკა

„მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება. ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ, მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი“,-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა შეზღუდვების მოხსნაზე და აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნას, მოიხსნება და მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.

Covid- 19  და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა – როგორ მოიქცნენ სხვა ქვეყნები