„მწერლობის მოთვინიერება ვერ შედგა“ - ქართული პროგრამა და გზავნილები ფრანკფურტიდან

პუბლიკა

„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე ვარ ევროპელი“, „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“, „მწერლობის მოთვინიერება ვერ შედგა“, „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – ეს არის ბოიკოტში მყოფი ქართველი გამომცემლებისა და მწერლების მთავარი გზავნილები ფრანკფურტიდან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ხვალ, 18 ოქტომბერს გაიხსნება.

„დაუმორჩილებელი ქართული ხასიათი“ – 2023 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველი გამომცემლობები და მწერლები ახალი, დამოუკიდებელი სტენდით და კონცეფციით წარდგებიან.

ქართველი გამომცემლების, მწერლებისა და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს.

„ამ ფონზე წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვეღარ მოეწყობოდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ერთობლივი ეროვნული სტენდი, თუმცა წელს საქართველო  მსოფლიოს ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობაზე მაინც გააგრძელებს ტრადიციულ სტუმრობას და ოთხი წამყვანი გამომცემლობის – არტანუჯი, ინტელექტი, პალიტრა L, სულაკაურის გამომცემლობა და ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ თანადაფინანსებითა და ორგანიზებით  იქნება წარდგენილი. საქართველოს სტენდის დიზაინზე დიზაინერებმა სოფა კინწურაშვილმა და ია მახათაძემ იმუშავეს.  

ოთხი ორგანიზატორი გამომცემლობის გარდა, სტენდზე პროფესიული წრე და დამთვალიერებელი იხილავს 4 სხვა ქართულ გამომცემლობასაც, ესენია: მედუზა, ზიარი პრესი, შემეცნება და წიგნი+ერი, “- ამბობენ გამომცემლები. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვადასხვა პლატფორმაზე მსოფლიო საზოგადოებას შეხვდებიან ქართველი მწერლები: ივა ფეზუაშვილი, თამთა მელაშვილი, ეკა ქევანიშვილი და აბო იაშაღაშვილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ქართველი გამომცემლები 1990-იანი წლებიდან ყოველწლიურად მონაწილეობენ, ამყარებენ საქმიან ურთიერთობას უცხოელ გამომცემლებთან, ყიდულობენ და ყიდიან წიგნების საავტორო უფლებებს. თავდაპირველად სტენდის და გამომცემლობების მხარდამჭერი ფონდღია საზოგადოებისბუდაპეშტის ოფისი იყო. 2007 წლიდან კი, უკვე კულტურის სამინისტრო აფინანსებდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს.

წელს სტენდის მონაწილე გამომცემლები და ავტორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ ქართული საზოგადოების მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ, ვინაიდან მათ სჯერათ, რომ ქართული ლიტერატურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ქართული ლიტერატურული პროგრამა 2023 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ლიტერატურული თარგმანები მცირე ენებიდან: საქართველო

მონაწილე: ივა ფეზუაშვილი

მოდერატორი: გვანცა ჯობავა (გამომცემლობა „ინტელექტი“)

18.10.2023 | 17:30-18:30

International Translation Stage (Hall 4.1. F81)

რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრობამ?

მონაწილეები: Gvantsa Jobava, Urpu Stellman, Michalis Kalamaris, Margit Walsø

მოდერატორი: Renata Zamida

19.10.2023|14:00-14:45

საპატიო სტუმარი ქვეყნის – სლოვენიის – პავილიონი (Forum, Level 1)

სპეციალური პროგრამა გამომცემლებისთვის უკრაინიდან და მეზობელი ქვეყნებიდან – შეხვედრა ქართველ გამომცემლებთან 

19.10.2023 | 18:00-19:00

ორგანიზატორი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

საქართველოს სტენდი  (Hall 4.1. G34)

თამთა მელაშვილის წიგნის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ გერმანულენოვანი თარგმანის წარდგენა

მონაწილე: თამთა მელაშვილი

ორგანიზატორი: Kolchis Verlag

20.10.2023 | 10:00-10:30

Reading Zone of Independent Publishers (Hall 3.1 C105)

აბო იაშაღაშვილის წიგნის „განჯის კარი“ გერმანულენოვანი თარგმანის წარდგენა

მონაწილე:  აბო იაშაღაშვილი

მოდერატორი: ტილმან შპრეკელსენი (FAZ)

ორგანიზატორები: გამომცემლობა Mitteldeutscher Verlag და საქართველოს სტენდი

20.10.2023 | 15:15-15:45

საქართველოს სტენდი  (Hall 4.1. G34)

საზეიმო მიღება ქართული ღვინით

ორგანიზატორი: საქართველოს სტენდი

20.10.2023 | 17:00-18:00

საქართველოს სტენდი  (Hall 4.1. G34)

ვერსოპოლისი – იქ, სადაც პოეზია ცხოვრობს

ორგანიზატორი: საპატიო სტუმარი ქვეყანა – სლოვენია

მონაწილეები: Dejan Aleksić, Alen Bešić, Valentina Colonna, Eka Kevanishvili, Aljaž Koprivnikar,

Martin Piekar, Uroš Prah

მოდერატორი: José F. A. Oliver

21.10.2023 | 15:00-15:45

საპატიო სტუმარი ქვეყნის – სლოვენიის – პავილიონი (Forum, Level 1) 

აბო იაშაღაშვილის წიგნის „განჯის კარი“ გერმანულენოვანი თარგმანის წარდგენა

მონაწილე: აბო იაშაღაშვილი

მოდერატორი: ჰანეს ვირთი  (Georgica e. V.)

ორგანიზატორები: გამომცემლობა Mitteldeutscher Verlag  და Georgica e. V.

21.10.2023 | 18:00

Stadtraumfrankfurt

Mainzer Landstraße 293, 60326