გამომცემელთა ასოციაცია: წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობას ვერ მივიღებთ

პუბლიკა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ უშუალოდ ასოციაცია და მისი თანამშრომლები წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რამდენიმე დღის წინ ასოციაცია აცხადებდა, რომ ფრანკფურტის ფესტივალზე ეროვნული სტენდიც წარდგებოდნენ.

განცხადების მიხედვით, ასოციაციას მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეორე სტენდის არსებობა და ფრანკფურტის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ბოიკოტში მყოფი ოთხი გამომცემლობის სტენდი, რომელიც სურვილის შემთხვევაში დაეთმობა სხვა გამომცემლებსაც.

ასოციაციის განცხადებით, მათ ეკისრებოდათ სერიოზული ფინანსური ვალდებულება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წინაშე, თუმცა გერმანულმა ასოციაციას ჯარიმა სრულად გაუუქმა.  განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

„გულწრფელად ვწუხვართ, რომ წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველო შედარებით მოკრძალებულად წარდგება და თავდაპირველი ჩანაფიქრი მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდება. გვჯერა, რომ სოლიდური თანხა, რომელიც მწერალთა სახლის წლიურ ბიუჯეტში კონკრეტულად ამ პროექტისთვის იყო განკუთვნილი, ისევ ლიტერატურის განვითარების პროცესს და ქართველ მკითხველს მოხმარდება”