თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა თსუ-ის სტუდენტს ნიკოლოზ კუტუბიძეს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ მზადაა მას თავდებშიც ჩაუდგეს.
„ჩვენი ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტს, ნიკოლოზ კუტუბიძეს, რომელიც გუშინწინ აიყვანეს, სისხლის სამართლის დანაშაულში დებენ ბრალს. მე არ მისწავლებია ნიკოლოზისთვის, თუმცა ვისაც კი მასთან კონტაქტი ჰქონია, ყველა ერთხმად, უაღრესად წესიერ, წყნარ, ზრდილობიან სტუდენტად ახასიათებს. პირადად მე, მზად ვარ თავდებშიც ჩავუდგე , რადგან ნიკოლოზი უნდა იყოს გარეთ და სწავლა განაგრძოს! ჩემი სოლიდარობა ნიკოლოზს!“,- წერს დუნდუა სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ კუტუბიძე, თსუ-ს სტუდენტია, რომელიც 2 თებერვალს თბილისი მოლთან აქციაზე დააკავეს. ის ერთ-ერთია იმ 8 ადამიანიდან, რომელიც შსს-ს ცნობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით აკავებენ და 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.