მზად ვარ, უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა - სააკაშვილი პრეზიდენტს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს:

„მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა“, – წერს სააკაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.