„მზად ვართ დიალოგისთვის ოპოზიციასთან, უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია" - ღარიბაშვილი

პუბლიკა

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

„ჩამოთვლილ პირობებში არის ერთ-ერთი მითითება, მუხლი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზებეის დასრულება. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კონსტრუქციული დიალოგისთვის.

მზად ვართ, გვქონდეს რეალური დისკუსია, დებატები მსჯელობა, ეს უნდა ხდებოდეს კონსტრუქციულ, მშვიდ გარემოში.

ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი მაქვს, რომ ოპონენტებიც გაიზიარებენ ამას. ერთ-ერთი მთავარი, პირველი მუხლი, პირველი პირობა არის სწორედ პოლარიზების დასრულება. და ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. ამას მხოლოდ მმართველი პარტია ვერ განახორციელებს.

მინდ ოპტიმისტურად განვაცხდო, მე მჯერა, რომ ამბიციებს პირად მიზნებს დააყენებენ სამშობლოს ინტერესებიზე დაბლა”. – განაცხადა  მან.

 

LB loan image desktop LB loan image mobile