„მზად ვართ, ვიაროთ ოპოზიციის მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში" - პრემიერი

პუბლიკა

„მზად ვართ ოპოზიციის მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში ვიაროთ. მოგცეთ ინტერვიუები. გაიმართოს რეალური, საქმიანი, შინაარსიანი დებატები. და არა შეურაცხყოფა და ლანძღვა გინება და ჩხუბი”, – თქვა საქართველოს პრემიერმა ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

„რატომ არ ვიქცეოდით ასე აქამდე? როცა ადამიანს ცილს სწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას, ბუნებრივია ადამიანს უჩნდება განცდა, რომ იქ გამოცლილია ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი”.

„მე თქვენთან მაქვს ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს – და მზად ვართ ამისთვის ყოველთვის.


შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ასევე ისაუბრა პოლარიზაციის დასრულებაზე. „ჩამოთვლილ პირობებში არის ერთ-ერთი მითითება, მუხლი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კონსტრუქციული დიალოგისთვის.

მზად ვართ გვქონდეს რეალური დისკუსია, დებატები მსჯელობა, ეს უნდა ხდებოდეს კონსტრუქციულ, მშვიდ გარემოში.

ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი მაქვს, რომ ოპონენტებიც გაიზიარებენ ამას. ერთ-ერთი მთავარი, პირველი მუხლი, პირველი პირობა არის სწორედ პოლარიზების დასრულება. და ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. ამას მხოლოდ მმართველი პარტია ვერ განახორციელებს.

მინდა ოპტიმისტურად განვაცხადო – მე მჯერა, რომ ამბიციებს პირად მიზნებს დააყენებენ სამშობლოს ინტერესებზე დაბლა”, – განაცხადა  მან.

 

LB loan image desktop LB loan image mobile