მზად ვართ, თავდაუზოგავად ვიმუშაოთ - მაია სანდუ

პუბლიკა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მოლდოვა მზადაა, თავდაუზოგავად იმუშაოს და და იქონიონ ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი.

„მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ დაწყებული რეფორმების წინსვლისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ და ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ“, – წერს მაია სანდუ.


რამდენიმე წუთის წინ ევროკომისიამ უკრაინის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოს პირობები განესაზღვრა, რომელთა შესრულების შემდეგ საქართველოს ექნება შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.