ნაბიჯი სწორი მიმართულებით - კუბილიუსი ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებაზე

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება.

„მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციის ლიდერი შეიწყალა, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი მილოცვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს”, – წერს კუბილიუსი ტვიტერზე.

 


დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ მან განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.