„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი ცნობით, კენჭისყრა ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება.

„კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, საღამოს 18:00 საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც 5 პოლიტსაბჭოს წევრისგან შედგება, თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანდიდატს“, – განაცხადა ნაყოფიამ.

შიდა საარჩევნო საკითხებთან ერთად პარტიის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარტიის საპასუხო ქმედებები.