ნაცვლიშვილი: დღეების წინ გააჩინა ბავშვი და მედიით აგებინებთ, რომ სახლში უშვებთ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მსჯელობენ. ცვლილებების მიხედვით სამსახური უქმდება და მის ბაზაზე ორი სამსახური: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ცვლილებების დაჩქარებულად მიღება შეუძლებელია, რადგან მისი შინაარსობრივი განხილვა ვერ მოესწრება და მის მიღებამდე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციაც.

„31 კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რაც დაახლოებით 300 გვერდია. ეს კანონში ცვლილება არაა. ეს არის რეფორმა. ერთი ინსტიტუცია უქმდება და მის ადგილას უნდა აღმოცენდეს ორი. არასწორი სტანდარტია, 31 კანონში ცვლილება ერთ კვირაში უნდა გავიაროთ – კომიტეტიც, პლენარულიც, სამივე მოსმენაც. წარმოუდგენელია …

ახლა რაც შეეხება ფორმას. ადამიანური სტანდარტების დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ. შეიძლება არ იცოდით, მეც არ ვიცოდი და დღეს მქონდა ამ ადამიანთან კომუნიკაცია და ბოდიში მოვუხადე, რომ არ ვიცი. ადამიანმა დღეების წინ გააჩინა ბავშვი და მასთან და მის სამსახურთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მედიით აგებინებთ, რომ უშვებთ სახლში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.