ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

პუბლიკა

ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 20-წლიანი პატიმრობა განსაზღვრა.

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.