ნაჯა ორაშვილი: ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს

პუბლიკა

კლუბ „ბასიანის” დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის თქმით, ამ წუთებში შრომის ინსპექცია კლუბ „ბასიანს” ლუქავს.  დღეს კლუბები, აკრძალვის მიუხედავად, ღონისძიებების გამართვას გეგმავდნენ. შრომის ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კლუბების გახსნაზე სახელმწიფოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კლუბების გახსნა რისკის შემცველია.

კლუბ „ხიდის” და „მტკვარის” წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ შრომის ინსპექცია დასალუქად მათთანაც მივიდა.

24 დეკემბერს თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერდნენ, „ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლება აანონსებს უამრავ ხალხმრავალ ღონისძიებასა და შეკრებას, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შეთანხმებული წესებითა და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მექანიზმით“, – ვკითხულობ 24 დეკემბრის წერილში.