„ნალოქსონი" რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების ნუსხაში შეიტანეს

პუბლიკა

ოპიოიდური ზედოზირებისას გამოსაყენებელი მედიკამენტის, „ნალოქსონის” გაცემა რეცეპტის გარეშეც გახდა შესაძლებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.

მთავრობის დადგენილებით, „გადაუდებელი დახმარების ჩანთით“ გათვალისწინებულ მედიკამენტთა ნუსხას „ნალოქსონიც” დაემატა.

„აღნიშნული დანართი განსაზღვრავს ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხას – „გადაუდებელი დახმარების ჩანთის“ ავტორიზებული აფთიაქისა და აფთიაქისათვის (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტისათვის), რომლებიც პაციენტებისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით, ექვემდებარება ფორმა №3 რეცეპტის გარეშე გაცემას”, – ვკითხულობთ დანართში.