ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანზე გზა გადაკეტეს

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანზე ყველა მიმართულებით გადაკეტეს გზა.

როგორც აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს უთხრა, ისინი დღეს ფილარმონიასთან იქნებიან და ორმხრივად გადაიკეტება მოძრაობა.

მისი თქმით, ეს იქნება ხელისუფლების გაფრთხილება. თუკი არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, „რიონის ხეობის მცველები“ რიონის ხეობისკენ დაიძვრებიან, მას შემდეგ, რაც ხვალ 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქციას გამართავენ.