ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დაკავებულ ბერს, გიგა ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე კი ქავთარაძის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ბერმა პროცესის დაწყებისას განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთია ბერი გიგა ქავთარაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ბრალდებულ რომან მალანიას  10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. რაც შეეხება ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას, შსს-ში ამბობენ, რომ მასზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ტიპი და ოდენობა.

LB loan image desktop LB loan image mobile