ნატა ფერაძე დააკავეს

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე საპატრულო პოლიციამ დააკავა. ნატა ფერაძე მისი მეგობრების თქმით, ტრანსგენდერ ქალს გამოესარჩლა, რომელიც პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. როგორც თავად ნატა ფერაძის გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მას პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც აქტივისტი პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება ინფორმაციის დაზუსტებას, კონკრეტულად რა მუხლით დააკავეს ფერაძე.

Posted by Nata Peradze on შაბათი, 18 იანვარი, 2020