ნატა ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს. მისი მეგობრების თქმით, განყოფილებაში რჩებიან ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც ნატა ფერაძე პოლიციასთან გამოესარჩლა.

როგორც თავად ნატა ფერაძის გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მას პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ან სამართალდამცველისთვის სიტყვიერი ან სხვა სახის შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.