ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სიტყვისთვის 40 წუთს მოითხოვს

პუბლიკა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მისი უპირველესი მოთხოვნაა მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა. ნათელაშვილი ამბობს, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ჩამოყალიბდებიან.

„გამოკითხვა მიმდინარეობს, ძალიან აქტიურად მონაწილეობს ხალხი ამ პროცესში, საგაზაფხულო სესიამდე ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით, საგაზაფხულო სესია თებერვალში იწყება.

უპირველესი მოთხოვნა რაც გვაქვს და ოფიციალურად წარვადგენთ ამას, მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება პარლამენტში როგორც კი შევალ, არავინ წარმოიდგინოს რომ თუ მე იქ შევალ, [თუ ასე მოხდა, არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება ჯერ], შევალ და დავჯდები ჩუმად“,- განაცხადა ნათელაშვილმა.