NATO-ს პრესსპიკერი: როგორც ჩანს, [რუმინეთში ჩამოგდებული] დრონი რუსულია

პუბლიკა

NATO-ს სამხედრო შტაბბინის პრესსპიკერის მარტინ ო’დონელის განცხადებით, დრონი, რომელიც ალიანსის გამანადგურებელმა დღეს რუმინეთში ჩამოაგდო, სავარაუდოდ, რუსული იყო.

„კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები გამოძიების პროცესშია, თუმცა, როგორც ჩანს, დრონი რუსულია“, – განაცხადა მარტინ ო’დონელმა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ NATO-ს ავიაგამანადგურებელმა მათ საჰაერო სივრცეში შემოჭრილი დრონი ჩამოაგდო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში მოლდოვის მხრიდან შევიდა და კვირა დილით NATO-ს მონიტორინგის მისიაში ჩართულმა ესპანურმა F-18 ტიპის ავიაგამანადგურებელმა გაანეიტრალა.

მათივე ცნობით, გამანადგურებელმა დრონი დილის 5:01 საათზე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სამიზნის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი გალაცის ოლქში, ბელენისა და კუდალბის სოფლებს შორის მდებარეობს.